ახალი ამბები

31.08.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 2 სექტემბერს სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს.
26.08.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. პროექტის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის 17-ე კმ-ზე არსებულ ავარიულ უბანზე კომპენსატორი მოეწყო, ასპინზის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე ამორტიზებული ონკანი შეიცვალა ახლით.
23.08.2022
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მ/წ 24 აგვისტოს 02:00დან 04:00 საათამდე სენაკის გაზგამანაწილებელ სადგურში გადაუდებელ ტექნიკურ სამუშაოებს განახორციელებს, რა დროსაც გაზის მიწოდება შეუწყდება სენაკის სამხედრო ბაზას. ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.
22.08.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 25 აგვისტოს „ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის 17-ე კმ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.