ახალი ამბები

01.08.2022
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 აგვისტოს რუსთავი-თელავი-ჟინვალის D-300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული გაზსადენის 211.9კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით.
29.07.2022
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა კომპანიაში მიმდინარე წლის 28 ივლისს გაიმართა და მას გენერალურ დირექტორთან ერთად კომპანიის მმართველი გუნდი დაესწრო.
29.07.2022
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 3 აგვისტოს საგურამო-ქუთაისის DN-700მმ მაგისტრალური გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში აღნიშნული განშტოების 2.3კმ-ზე არსებული კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით.
26.07.2022
ალოტში, ველებში, ჩეკურაანთგორში, მელიასხევში, თოლენჯში, სიმონიანთხევში, ცალუღელაანთკარში, გორანაში, ხევსურთსოფელში, დევენაანთხევსა და საყდრიონში პროექტის ფარგლებში აშენდება 75 744 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 1049 ადგილობრივ მოსახლეს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. პროექტის ღირებულებამ 2 320 726 ლარი შეადგინა.