ახალი ამბები
21.09.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით. დამონტაჟდა ორი რეგულატორი ფილტრებითა და ონკანებით. ამ ეტაპზე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
19.09.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 21 სექტემბერს წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს გეგმავს.
12.09.2022
ენერგეტიკოსთა პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ენერგეტიკის დარგში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების" კომპანიის თანამშრომლები - ნუგზარ ბაინდურაშვილი და გივი სონღულაშვილი დაჯილდოვდნენ.
02.09.2022
სიონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. აღნიშნულ გგს-ში შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების შეცვლის სამუშაოები განხორციელდა.