ახალი ამბები
07.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 11 ოქტომბერს რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
06.10.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის კასპის DN-300მმ განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, 12 მეტრი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეიცვალა ახლით, ასევე შეკეთდა სამი კოროზირებული ხვრელი და აღდგა დაზიანებული იზოლაცია.ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს.
05.10.2022
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში „ქუთაისი 1“-ის გგს-ში 2 D300მმ, ხოლო წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურში 1 ამორტიზებული ონკანი შეცვალა ახლით. ბუნებრივი გაზის მიწოდებასთან დაკავშირებული შეზღუდვა ამ ეტაპზე მოხსნილია.
04.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 6 ოქტომბერს საგურამო-ქუთაისის მაგისტრალური გაზსადენის კასპის DN-300მმ განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში, 24 მეტრი სიგრძის კოროზირებული მონაკვეთი შეიცვლება ახლით.
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.