კომპანია

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ წარმოადგენს ერთადერთ ლიცენზირებულ კომპანიას, ლიცენზიის მუდმივი ვადით (ლიცენზია: სერია 22, N004 გადაწყვეტილება N21/0 10/12/2009 წელი), რაც ითვალისწინებს „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების განხორციელების უფლებას. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“, „მაგისტრალური გაზსადენების ტექნიკური ექსპლუატაციის“, „მაგისტრალური გაზსადენების უსაფრთხო ექსპლუატაციის“ და “ბუნებრივი გაზის ბაზრის” წესებით.


 
კომპანიის პრიორიტეტები და ამოცანები
 

  • მაგისტრალური გაზსადენების ოპერირება
  • მაგისტრალური გაზსადენების ოპერატიული მართვა
  • ბუნებრივი გაზის აღრიცხვა
  • ბუნებრივი გაზის ფიზიკო-ქიმიური ანალიზი
  • ბუნებრივი გაზის ოდორიზაცია
  • მოსახლეობის გაზიფიცირების  პროექტების განხორციელება
  • შრომის უსაფრთხოება
  • გაზმომარაგების უწყვეტობის უზრუნველყოფა და ტრანსპორტირების ხარისხის გაუმჯობესება თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით

     შპს ,,საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მაგისტრალური გაზსადენებისა და მისი ინფრასტრუქტურის მეშვეობით        ახორციელებს:
 

  • ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას 3 ძირითადი მიმართულებიდან: აზერბაიჯანი, შაჰ-დენიზის საბადოები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ყაზახის გაზგამზომი სახელწიფოთაშორისო სადგური
  • ბუნებრივი გაზის ტრანზიტულ მომსახურებას ჩრდილოეთიდან-სამხრეთის მიმართულებით

კომპანია უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, ზრდის მის ეფექტურობას, ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას. სამუშაოები ტარდება მაღალი სტანდარტების დაცვით, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის გამოყენებით.


 
მაგისტრალური გაზსადენების ოპერირება
 

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ოპერირებას უწევს 2000 კილომეტრამდე მაგისტრალურ გაზსადენს. კომპანია საქმიანობას ახორციელებს 3 სახაზო საექსპლუატაციო ფილიალის მეშვეობით:

  • დასავლეთის ფილიალი
  • ჩრდილოეთის ფილიალი
  • ცენტრალური ფილიალი

 

ოპერატიული მართვა
 

კომპანიის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მაგისტრალური გაზსადენების სისტემის ოპერატიული მართვა. ცენტრალური ოფისი და ფილიალები აღჭურვილია ოპერატიული მართვის ფარით, სადაც 24/7, ოპერატიული მართვის სამსახურის მიერ, დისტანციურად ხორციელდება სისტემაში შემოსული, გატარებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის:


 

  • წნევის, მოცულობისა და ტემპერატურის კონტროლი
  • გაზსადენების ვირტუალური დაკვირვება
  • თითოეულ მონაკვეთზე ამომწურავი და განახლებადი ინფორმაციის მიღება
  • მართვის ფარზე 40-მდე მანომეტრი და 6 გამზომი კვანძია დატანილი. ისინი ინახავენ ისტორიას წინა  პერიოდის მონაცემთა  შესახებ, რაც აადვილებს მათ ანალიზს.

ბუნებრივი გაზის აღრიცხვა

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” ელექტრონულად ახორციელებს საქართველოში შემოსული, გატარებული და მოხმარებული ბუნებრივი გაზის აღრიცხვას, რომელიც უახლესი სტანდარტებით ხორციელდება.



ბუნებრივი გაზის საგამოცდო ლაბორატორია

კომპანია ფლობს ბუნებრივი გაზის ერთადერთ აკრედიტირებულ საგამოცდო ლაბორატორიას, სადაც ქვეყნის მასშტაბით, ფიზიკო-ქიმიური ანალიზის საფუძველზე, მაქსიმალური სიზუსტით დგინდება ბუნებრივი გაზის:

  • სიმკვრივე
  • ტენიანობა
  • თბოუნარიანობა
  • ოდორანტის რაოდენობა

ოდორიზაცია
 

  • ოდორიზაცია - ანუ ბუნებრივი გაზის სუნიანობის შეძება, რაც ბუნებრივი გაზით მომარაგებისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია უსაფრთხოების თვალსაზრისით. ოდორანტის საშუალებით შესაძლებელი ხდება გამანაწილებელ ქსელში ბუნებრივი გაზის გაჟონვის აღმოჩენა, რაც მინიმუმამდე ამცირებს ავარიულ რისკებს. ბუნებრივი გაზის სოციალური მომხმარებლისათვის განკუთვნილი თითოეული გაზგამანაწილებელი სადგური აღჭურვილია ოდორიზაციის სისტემით.

გაზიფიცირება
 

  • მთავრობის გადაწყვეტილებით 2012 წლიდან „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ დაიწყო გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება, რომლის ფარგლებში 2012-2018 წლებში გაზიფიცირებულია 403 დასახლებული პუნქტი. 
  • 2019 წელს ხელისუფლებამ შეიმუშავა გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმა. სამწლიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მასშტაბით, 384 დასახლებულ პუნქტში განახორციელა გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.
  • 2022-2024 წლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, 244 დასახლებულ პუნქტში გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს განახორციელებს. 


შრომის უსაფრთხოება
 

  • კომპანიისათვის პრიორიტეტულ საქმეს წარმოადგენს ჯანმრთელობისა და შრომის უსაფრთხოების უმთავრესი პრინციპების დაცვა
  • საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა და პრაქტიკის გამოყენება
  • სამუშაოებთან დაკავშირებული საფრთხეების იდენტიფიკაცია, რისკების შეფასება და მართვა