ახალი ამბები
12.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ძველი დაზიანებული რედუცირების კვანძი შეიცვალა ახლით და ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანების ნაცვლად ახალი დამონტაჟდა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის განხორციელდა.
11.10.2022
“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნულ მაგისტრალზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით, არსებული დაზიანებული 6 მეტრი სიგრძის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა, შეკეთდა დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურა კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგა მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი.
რეაბილიტაციის ფარგლებში, შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის” ტექნიკური ჯგუფის მიერ ყვარლის გაზგამანაწილებელ სადგურში ძველი დაზიანებული, ამორტიზებული ონკანები შეიცვალა ახლით.
10.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 11 ოქტომბერს რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის ყვარლის განშტოებაზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.
10.10.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 12 ოქტომბერს ხონის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.