ახალი ამბები

03.10.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 4 ოქტომბერს „ქუთაისი 1“-ისა და წყალტუბოს გაზგამანაწილებელ სადგურებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.
27.09.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 29 სექტემბერს სანავარდოს გაზგამანაწილებელ სადგურში რედუცირების მეორე კვანძის აღდგენით სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 29 სექტემბერს 11:00დან 17:00 საათამდე შესაძლოა ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდეს აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს. კერძოდ, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფლებს - ილორსა და სანავარდოს.
27.09.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. კერძოდ, რეაბილიტაციის ფარგლებში, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე გამოვლენილი გაჟონვების ლიკვიდაციის მიზნით,არსებული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდა.
26.09.2022
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 სექტემბერს „წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის“ 300მმ მაგისტრალურ გაზსადენზე რეაბილიტაციას გეგმავს. კერძოდ, აღნიშნული მაგისტრალის 90.0 და 103.0კმ.-ზე არსებული დაზიანებული მონაკვეთების აღდგენითი სამუშაოები განხორციელდება.