გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაევალა 2019-2021 წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, 384 დასახლებულ პუნქტში არსებული 88 363 აბონენტის ბუნებრივი გაზით მომარაგებისთვის განახორციელოს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები. ასევე, 479 დასახლებულ პუნქტში შეასრულოს წინასაპროექტო მოკვლევის სამუშაოები და შემდგომი ინიცირებისათვის წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს.
მომდევნო გეგმის ფარგლებში, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას,მთავრობის განკარგულების საფუძველზე, დაევალა 2022-2025 წლების განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების მიზნით, 396 დასახლებულ პუნქტში განახორციელოს გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.

გაზიფიცირება