ახალი ამბები

24.06.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 27 ივნისს შპს „გაზტრანს სერვისის“ გაზგამანაწილებელ სადგურში სარეკონსტრუქციო სამუშაოებს განახორციელებს.
10.06.2022
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ცენტრალურ ფილიალში, საგურამოში, კომპანიის ტექნიკური პერსონალის გადამზადების მიზნით, ტრენინგი ჩატარდა თემაზე: გაზსადენი და რედუცირება. კურსის ფარგლებში განხილულიქნა UF ტიპის და RDS მოდელის რეგულატორების მუშაობის პრინციპები. ტრენინგ-პროგრამის თეორიული ნაწილი ასევე მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა გაზსადენთა სისტემის მართვა, წნევების რეგულირება შესაბამისი მარეგულირებელი მოწყობილობების - რეგულატორების საშუალებით, რედუცირების მეთოდები და მომხმარებელთა გაზმომარაგების მიზნით გაზგამანაწილებელ სადგურებში დასამონტაჟებელი რეგულატორის ტიპები. ღონისძიების ფარგლებში, თეორიული ნაწილის დასასრულს, რეგულატორების კონსტრუქციულ მოწყობასთან დაკავშირებით პრაქტიკული მეცადინეობა ჩატარდა.
02.06.2022
დაბაძველში, ძუყნურში, ლეღვაში, ხრესილში, ბუეთში, ჯონიაში, ქვედა და ზედა ჭყეპში გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია.
27.05.2022
შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მ/წ 31 მაისს ქუბრიანთკარის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო სამუშაოებს გეგმავს.