ახალი ამბები
01.12.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული პროექტის შესრულება კომპანიას ქვეყნის მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე დაევალა. საქართველოს მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგების ღონისძიებების ხელშეწყობის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელების შედეგად, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოეწყობა 17.084 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენი. აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში რეგიონის რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე. გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს სოფელ ალავერდში მცხოვრები 175 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ სულ 16 მუნიციპალიტეტის 73 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების განხორციელება დაევალა. ამავე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალი 27 მლნ ლარით გაიზარდა.
29.11.2017
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს სენაკის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში. აღნიშნულ სამუშაოებს ქვეყნის მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე, მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავად მომარაგების ხელშეწყობის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა მიეცემა სოფელ შუა ნოსირში მცხოვრებ 223 ოჯახს, ნოსირში კი 217 აბონენტს. გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოების განხორციელება მნიშვენლოვნად გააუმჯობესებს თეკლათში - 260, სოფელ საგვარამიოში - 185, ასევე ახალსოფელში მცხოვრები 460 ოჯახის საცხოვრებელ პირობებს. სენაკის მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების სამუშაოების ფარგლებში ბუნებრივი გაზის ქსელში ჩართვის შესაძლებლობა სულ 1345 ადგილობრივ ოჯახს მიეცემა. პროექტის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტში სულ 79.044 გრძივი მეტრი სიგრძის გაზსადენის მშენებლობა მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ როლი მოსახლეობის ბუნებრივი გაზით შეუზღუდავი მომარაგებისთვის საჭირო ღნისძიებების განხორციელებაში. საქართველოს მთავრობის 2017 წლის 3 აგვისტოს #1626 განკარგულების საფუძველზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ სულ 16 მუნიციპალიტეტის 73 სოფლის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო და საპროექტო სამუშაოების განხორციელება დაევალა. ამავე განკარგულების მიხედვით, აღნიშნული სამუშაოების განხორციელების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ კაპიტალი 27 მლნ ლარით გაიზარდა.
28.11.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ „წითელი ხიდი - გარდაბნის“ 18-კილომეტრიანი, DN – 700 მმ-იანი, ახლადაშენებული მონაკვეთის მოქმედ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული უზრუნველყოფს მაგისტრალური გაზსადენის გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას, მომხმარებლების უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2017 წლის 29 ნოემბერს 09:00 საათიდან - 15:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება მარნეულის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: არაფლო, აღამედლი, ახალი მამუდლო, ახლოლალო, ბაითალო, ბუდიონოვკა, ხუდლარა, ხიხანი,იმირი, შაუმიანი, წითელი სოფელი, სეიდხოჯალი, დაშთაფა, თექალი, დამია-გიაურარხი, ქესალო, კაჩაგანი, კიროვკა, მოლაოღლი, დამია, ლეჟბადინი, შულავერი, დიდი მუღანლო, იმირჭალა, კარიხლო, ზემო სარალი, ენიქენდი, ბურმა, სადახლო, ყულარი, ქვემო სარალი, აზიზქენდი, ალგეთი, ბაიდარი, გაჯისაქენდი, თაზაქენდი, საბირქენდი, ქუთლიარი, ხუტორლეჟბადინი.
03.11.2017
მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ირაკლი ბენდელიანი, ენერგეტიკის მინისტრ ბატონ ილია ელოშვილთან ერთად თურქმენეთის ნავთობისა და გაზის რიგით 22-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო, სადაც განხილული იქნა რეგიონის ენერგოუსაფრთოებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები. საქართველოს მხრიდან კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნლოვანია თურქმენეთთან სამომავლო ურთიერთობების განმტკიცებისა და ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის. ასევე კონფერენციის ფარგლებში მოეწყო გამოფენა “Expo OGP 2017”, სადაც მონაწილეობას იღებდნენ ნავთობისა და გაზის სექტორის მსოფლიოს უმსხვილესი კერძო და სახელმწიფო კომპანიები.