ახალი ამბები

28.05.2017
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN-700 მმ. მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული მილსადენის 156- კილომეტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 29-30 მაისს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის რაიონის შემდეგ სოფლებს: არაგვისპირს, ბოდორნას, ბაზალეთს, ქუბრიანთკარს, ბულაჩაურს, ჭოპორტს, წითელ სოფელსა და ციხისძირს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ანანურის, ციხისძირის, ანანურის აგარაკების, ზოტიკიანთკარის, ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობას. საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.
01.05.2017
"ვლადიკავკაზ-თბილისის"  DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ავარია მოხდა. შედეგად დაზიანებულია  აღნიშნული მაგისტრალური გაზსადენის 155-ე კილომეტრზე არსებული პირველი ხაზი. შექმნილი ვითარების გამო ბუნებრივი გაზის მიწოდება ამ ეტაპზე შეიზღუდა დუშეთის რაიონში. კახეთში კი შესაძლოა ბუნებრივი გაზის პარამეტრალური კლება დაფიქსირდეს. საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, შპს " საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს. "ვლადიკავკაზ-თბილისის"  DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენის 155-ე კილომეტრზე საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოების დასრულებისთანავე ბუნებრივი გაზის მიწოდება დღის ბოლომდე ადგება. შპს "საქართველოს გაზის. ტრანსპორტირების კომპანია" შექმნილი დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის
05.01.2017
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ გაცნობებთ, რომ ბუნებრივი გაზის ხარისხი შეესაბამება დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც ბუნებრივი გაზის თბოტევადობა არ უნდა იყოს 7600 კკალ/მ3-ზე ნაკლები, ხოლო ყოველდღიურად საქართველოში შემოსული და განაწილებული ბუნებრივი გაზი არის 8 ათას კკალ/მ3-ზე მეტი. ამასთან, ავღნიშნავთ რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ბუნებრივი გაზის ხარისხის კონტროლის მიზნით, ფლობს სერთიფიცირებულ და აკრედიტირებულ ქიმიურ ლაბორატორიას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ექსკლუზიურად ახორციელებს ბუნებრივი გაზის სრულ ფიზიკო-ქიმიურ ანალიზს, რომლის შედეგები ყოველდღიურად შედის კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ასევე ავტომატურად აისახება კომპანიის ვებ-გვერდზე.ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გვინდა ხაზგასმით ავღნიშნოთ, რომ ნებისმიერი ინფორმაცია ბუნებრივი გაზის ხარისხის შეუსაბამობასთან დაკავშირებით, არ ასახავს სიმართლეს.
12.12.2016
შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" გაცნობებთ, რომ  „საგურამო-ქუთაისის“ მაგისტრალურ გაზსადენის ზესტაფონის განშტოებაზე წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით დაგეგმილია ტექნიკური სამუშაოების განხორციელება. აღნიშნულის გამო, მიმდინარე წლის 13 დეკემბერს დილის 06:00-დან 08:00საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შესაძლოა შეუწყდეთ ზესტაფონის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს (ქ. ზესტაფონი, დაბა შორაპანი, სოფლები: ქვედა და ზედა საქარა,  დილიკაური, კვალიათი, ცხრა წყარო, არგვეთა, კლდეთი, ტაბიკინი და თვრინი). შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია", შესაძლო დისკომფორტის გამო, მომხმარებელს ბოდიშს უხდის.