განცხადება

24.04.2023

 გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია”  მიმდინარე წლის  26 აპრილს 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, სიღნაღის გაზგამანაწილებელ სადგურში, ოდორანტის კვანძის რეაბილიტაციისა და რედუცირების კვანძის განახლების სამუშაოებს განახორციელებს. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდება სიღნაღის მუნიციპალიტეტს, ქალაქ სიღნაღს და შემდეგ სოფლებს: ნუკრიანსა და ზემო მაღაროს. 

 შპს „საქართველოს გაზის ტრანპორტირების კომპანია“ სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლის უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.