შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის „ გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში

29.11.2022

შპს „საქართველოს გაზის ტრანსპრტირების კომპანიის „ გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქ ბაქოში სადაც გაიმართა შეხვედრა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანიის (socar) პრეზიდენტ  როვშან ნაჯაფთან.

მთავარი თემა გაზის ტრანსპორტირებისა და საცავის ინფრასტრუქტურის განვითარება და თანამშრომლობის გაფართოება იყო. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობები წარმატებით ვითარდება ეკონომიკის ყველა სფეროში, მათ შორის ენერგეტიკულ სექტორში. ასევე შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივად განხორციელებული მასშტაბური ენერგეტიკული და სატრანსპორტო პროექტების მნიშვნელობა. განსახილველ საკითხებს შორის აგრეთვე იყო პროექტები, რომლებიც ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მოცულობების ზრდას გულისხმობს. მხარეებს შორის ასევე განიხილეს თანამშრომლობის პერსპექტივები გაზის ტრანსპორტირებაში, საცავის ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და სხვა მიმართულებებში. 

ბაქოში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ  გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციისა და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ზურაბ პატარაძე.