შიდა ქართლში 6 სოფელის გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია

12.04.2021

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, შიდა ქართლში 6 სოფლის გაზიფიცირებისთვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები დაასრულა.
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: გორიჯვარი, წედისი, ბნავისი, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ზღუდერი, ყინწვისი და კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში  ჯამურად პროექტის ფარგლებში აშენდა 38 098 გრძივი მეტრი გაზსადენი და 1441 ადგილობრივ მოსახლეს მიეცა შესაძლებლობა ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში. გაზიფიცირების ღირებულებამ 2 028 574 ლარი შეადგინა.
მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში შიდა ქართლის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 13 სოფელი, 2 163 აბონენტი.
2013 წლიდან - დღემდე, შიდა ქართლში გაზიფიცირების სამუშაოები ჩატარდა 4 მუნიციპალიტეტის 144 სოფელში. სამუშაოების შედეგად აშენდა 1 206 445 გრძივი მეტრი გაზსადენი და გაზიფიცირდა 29 976 აბონენტი.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოებს.