სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩოხატაურის გაზგამანაწილებელ სადგურში

14.02.2019
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“, ჩოხატაურის გაზგამანაწილებელი სადგურის DN 200 მმ განშტოებაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გეგმავს. რომლის დროსაც აღნიშნული განშტოების 5,3 კილომეტრზე მდინარის ზემოქმედების შედეგად გაშიშვლებული მილსადენის ნაწილი, მდინარის კალაპოტშივე ჩაღრმავდება. აღნიშნული სამუშაოების შედეგად თავიდან იქნება აცილებული სტიქიის შემთხვევაში გაზსადენის დაზიანების შესაძლებლობა.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 თებერვალს, 07:00 საათიდან 11:00 საათამდე, ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება დაბა ჩოხატაურსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შემდეგი სოფლების: ფარცხმას, ხიდისთავის, ერკეთის, გუთურის, ჯვარცხმის, გოგოლესუბნის, შუაამაღლების, გორაბერეჟოულის, ბუკისციხის, დაბლაციხის, იანეულის, ნაბეღლავის, ვაზიანის, ინტაბუეთის, საყვავისტყის, ქვენობანის, ახალშენის, ზემოერკეთის, ჩაისუბნის, თავპანტას, ამაღლების, ქვემო ერკეთისა და შუაგანახლების მოსახლეობას.
კომპანია გეგმიურ სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უწყვეტ, უსაფრთხო და საიმედო გაზმომარაგებას.