სარეაბილიტაციო-აღდგენითი სამუშაოები "ქუთაისი-სოხუმის" მ/გ-ზე
            
                07.07.2020
            
                
            
                შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტორების კომპანიამ”
“ქუთაისი-სოხუმის“ მაგისტრალური გაზსადენის 199.9 კილომეტრზე არსებული მონაკვეთის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, მაგისტრალურ გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისა და ბუნებრივი გაზის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ სარეაბილიტაციო-სარემონტო სამუშაოებს სისტემატურად ახორციელებს.