საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს ესტუმრა.

25.04.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.
გამართული აქციის ფარგლებში კომპანიის თანამშრომლების მიერ შეძენილი სააღდგომო საჩუქრები, კოჯრის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს,  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალურმა დირექტორმა გადასცა. „მოხარულები ვართ, რომ შევძელით პირადად მიგველოცა ბავშვთა სახლის აღსაზრდელებისათვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და ასე შეგვექმნა მათთვის განსაკუთრებული განწყობა“ - განაცხადა ჯაბა ხმალაძემ
ქველმოქმედება საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლებისათვის ტრადიციად იქცა. კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშთა სახლის აღსაზრდელებს კომპანია უკვე ზედიზედ რამოდენიმე წელია სხვადასხვა დღესასწაულს მრავალფეროვანი საჩუქრებით პირადად ულოცავს.  
საქველმოქმედო საქმიანობას კომპანია მომავალშიც გააგრძელებს.