ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის სარეკონსტუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოები დასრულებულია

14.12.2022

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ”  ნაფარეულის გაზგამანაწილებელი სადგურის  სარეკონსტრუქციო და ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო  სამუშაოები დაასრულა.

ბუნებრივი გაზის მიწოდების აღდგენა გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში, უკვე მიმდინარეობს, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად ახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.