გურიაში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

12.03.2024

საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გაზიფიცირების სამსახურის უფროსმა, კახა დვალმა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ნიგვზიანსა და ჯურუყვეთში  გაზიფიცირების მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები დაათვალიერეს. 

ამჟამად, გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის  16  დასახლებულ პუნქტში.  ჯამურად  აშენდება  197 988 გრძივი მეტრი გაზსადენი, რომელიც 2 778 აბონენტს მისცემს ბუნებრივი გაზით სარგებლობის შესაძლებლობას. სამუშაოების დასრულების შემდეგ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სრულად იქნება გაზიფიცირებული.

მთავრობის შესაბამისი განკარგულების საფუძველზე, გურიის რეგიონში, გაზიფიცირების სამუშაოები ასევე მიმდინარეობს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 6 დასახლებულ პუნქტში და რომლის დასრულების შემდეგ,  დამატებით, 545 აბონენტი შეძლებს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში ჩართვას.

2024 წელს, გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში, ოზურგეთსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, დასრულებულია 7 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები და მიმდინარეობს სადისტრიბუციო კომპანიაზე გადაცემის პროცედურები.