გაზიფიცირების სამუშაოები ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბერში

12.05.2019
მიმდინარე წლის 13 მაისს, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავასთან ერთად, სამეგრელოს რეგიონში გაზიფიცირების მიმდინარე პროექტებს გაეცნო. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, სოფელ ოქტომბერში მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობას გაზიფიცირების სამწლიანი სამთავრობო გეგმის დეტალების შესახებ ესაუბრა.
გაზიფიცირებისათვის საჭირო სამუშაოები სოფელ ოქტომბერში უკვე დაიწყო, რომლის დასრულების შემდგომ 427 კომლი უზრუნველყოფილი იქნება ბუნებრივი გაზით, პროექტის ფარგლებში აშენდება 23,302 მეტრი გაზსადენი.
სამწლიანი გეგმის ფარგლებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მთავრობის 2019 წლის 5 აპრილის N791 განკარგულების საფუძველზე სამეგრელოს რეგიონში 75 დასახლებული პუნქტის გაზიფიცირებას განახორციელებს და 34101 აბონენტს მიეცემა შესაძლებლობა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით.