გაზიფიცირების სამუშაოები რაჭაში

18.01.2021
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რაჭაში, მთავრობის განკარგულების საფუძველზე, გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს. ონისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტის 14 სოფელში: წმენდაურში, ზუდალში, კვაშხიეთში,შრომისუბანში, ხიმშში, მეორე ტოლაში, ჭყვიშში, ხოტევში, აგარაში, უყეშში, თლუღში, ჭელიაღელეში, ნიკორწმინდასა და კაჩაეთში პროექტის ფარგლებში ჯამურად აშენდება 128 319 გრძივი მეტრი გაზსადენი, რაც 2689 ადგილობრივ მოსახლეს უზრუნველყოფს  ბუნებრივი გაზით. 
მთავრობის მიერ შემუშავებული გაზიფიცირების 2019-2021 წლების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირებისათვის საჭირო სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია ონისა და ამბროლაურის 7 დასახლებულ პუნქტში. აშენდა 47 594 გრძივი მეტრი გაზსადენი და 702 აბონენტს საშულება მიეცა ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. 
სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში რაჭაში სულ გაზიფიცირდება 21 დასახლებული პუნქტი, რაც მოიცავს 3 391 აბონენტს.