გაზიფიცირების სამუშაოები გურიაში

15.11.2018
15 ნოემბერს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორი ჯაბა ხმალაძე და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, ადგილობრივი ხელისუფლებისა და მაჟორიტარი დეპუტატის ნინო წილოსანის თანხლებით გურიის რეგიონის გაზიფიცირების  მიმდიბნარე და დასრულებულ პროექტებს გაეცნენ.  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ჯაპანა, ქვიანი, ჭყონგორა, ჩოლობარგი და ნიგოეთის გაზიფიცირებისთვის საჭირო სამუშაოები დასრულებულია, რომელმაც აღნიშნული სოფლების 1145 კომლი უზრუნველყო ბუნებრივი გაზით. პროექტისათვის  აშენდა  59.905 გრძივი მეტრი გაზსადენი. სამშენებლო სამუშაოების დასრულება ადგილობრივი მოსახლის, კახა დოლიძის ოჯახში გაზქურის ანთებით აღნიშნა.
    გაზიფიცირებულია, ასევე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელი წვერმაღალას 150 კომლი. პროექტის განხორციელებისათვის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ 7902 მეტრი სიგრძის მქონე გაზსადენი ააშენა.
    დღესვე  მინისტრის მოადგილე, კომპანიის გენერალური დირექტორი , „სოკარ ჟორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამედოვი და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხეს ესტუმრნენ. ახლადაშენებული გაზგამანაწილებელი ქსელი დაათვალიერეს და სამუშაოების დასრულება სიმბოლური ჩირაღდნის ანთებით აღნიშნეს. პროექტის ფარგლებში აშენდა 26.493 გრძივი მეტრი გაზსადენი და 377 აბონენტი ჩაერთო ბუნებრივი გაზის ქსელში.
     ამჟამად, გაზიფიცირების სამუშაოების მიმდინარეობს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელში, რაც 2000_ზე  მეტ კომლს საშუალებას მისცემს ჩაერთოს ბუნებრივი გაზის საერთო ქსელში.
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე მუდმივად ახორციელებს გაზიფიცირებისათვის საჭირო საპროექტო და სამშენებლო სამუშაოები.