განცხადება

20.06.2019
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, მიმდინარე წლის 21 ივნისს პროფილაქტიკურ სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 21 ივნისს 11:00 საათიდან 15:00 საათამდე გაზმომარაგება შეუწყდებათ  ქვეშეთის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს, კერძოდ სოფ: ქვეშეთი, არახვეთი, ქვემო და ზემო მლეთა, ბედონი, როსტიანი, ბენიან-ბეგონი, წკერე, მუღურე, იუხო, ნაღვარევი და ნადიბანი.
 საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის მოსახლეობას.