განცხადება

11.06.2021

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” მიმდინარე წლის 15-17 ივნისს  ვლადიკავკაზ-თბილსის D-700მმ მაგისტრალური გაზსადენის 195.5 და 207.0კილომეტრებზე არსებულ მონაკვეთებზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 ივნისის 06:00დან 17 ივნისის 11:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მუხიანის           I, II, III, IVა და IV  მიკრო რაიონის მოსახლეობას, ასევე მუხიანის კერძო დასახლებას. ბუნებრივი გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება თემქაზე, ზღვის დასახლებას, კერძოდ, ავშავის ქუჩის მოსახლეობას.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.