შპს“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ ვლადიკავკაზ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

05.06.2023

 შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ვლადიკავკაზ-თბილისის D-700 მმ მაგისტრალური გაზსადენის 64,0 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა.

 ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში აღდგეენილია.  ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს. 

 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.