განცხადება

01.11.2021

შპს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გუდაურის გაზგამანაწილებელ სადგურში ოდორიზაციის ახალი კვანძის სამონტაჟო სამუშაოებს განახორციელებს. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 3 ნოემბერს 11:00 დან 15:00 საათამდე  ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ გუდაურის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ზაქანი, ჟაღმიანი, სეთურები, კუმლისციხესა და გუდაურის ნაწილს. 

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.