განცხადება

05.07.2022

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია მიმდინარე წლის 5 ივლისს ახალგორის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 5 ივლისს 09:00დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ მცხეთის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ბაქაქურები, ირტოზა, ოძისი, ქსოვრისი, ჭაშა.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.