განცხადება

14.05.2021

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს  განახორციელებს. აღნიშნული ვითარებიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 17 მაისს, 10:00 საათიდან 12:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, შემდეგ სოფლებს: ყარაჯალასა და ყარათაკლიას.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.