განცხადება

11.05.2021

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია აგარის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე სარემონტო- სარეაბილიტაციო სამუშაებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 13 მაისს, 09:00 საათიდან 15:00 საათამდე, გაზის მიწოდება შეეზღუდებათ, აგარას  და ქარელის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: დოღლაურსა და ქვენატკოცას.

შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.