განცხადება

11.11.2018
გაცნობებთ, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ლანჩხუთის გაზგამანაწილებელი სადგურის DN-500მმ განშტოებაზე გამოვლენილი ბუნებრივი გაზის გაჟონვის ლიკვიდაციის მიზნით სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნულ მილსადენზე შეკეთდება დაზიანებული კოროზიული მონაკვეთები და დაიხურება კოროზიული ხვრელები. ასევე აღდგება მილსადენის ანტიკოროზიული და საიზოლაციო საფარი. აქედან გამომდინარე, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს 05:00დან 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება ქალაქ ლანჩხუთს, ასევე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სუფლებს - შუხუთსა და გვიმლაურს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ მომხმარებელს ბოდიშს უხდის.