გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია წითელი ხიდი-წალკა-ახალქალაქის მაგისტრალური გაზსადენის 190.0 კილომეტრზე არსებული მონაკვეთის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 4 სექტემბერს 06:00-დან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ ახალქალაქის, თოთხემისა და ბარალეთის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ ახალქალაქსა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ბავრა, პატარა ხორენია, დილისკა, ვაჩიანი, თახჩა, კარტიკამი, კიროვაკანი, კულიკამი, კუმურდო, მარტუნი, მურჯახეთი, ხოსპიო, ხულგუმო, ჩამდურა, აგანა, აზავრეთი, არაგვა, ალათუმანი, ბალხო, ბარალეთი, ბეჟანო, ბურნაშეთი, ბუღაშენი, გომანი, იხტილა, ზაკვი, კოთელია, კოჩიო, ლომატურცხი, მერენია, ოლავერდი, სირკვა, ტრკნა, ტურცხი, ღადოლარი, თოთხამი, ორჯა, კორხი, მაჯადია...
მითითებულ პერიოდში ბუნებრივი გაზი, შესაძლოა, შეფერხებით მიეწოდოს ქალაქ ნინოწმინდასა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: განძა, დიდი და პატარა არაქალი, დიდი და პატარა გონდრიო, დიდი ხორენია, დიდი და პატარა ხანჩალი, დილითი, თორია, კატნატუ, მამწვარა, საღამო, სპასოვკა, უჩმანა, სათხა, ყულალისი, ფოკა, ყაურმა, ჯიგრაშენი, ეშტია,
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურებში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.