განცხადება

02.05.2025

გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის 194.2 კილომეტრზე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. 

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 7 მაისის  07:00-დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება შპს „ყამარი მ“-ს. კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება სოფელ გლდანსა და ტბის მიმდებარე ტერიტორიას. 

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.