განცხადება

12.12.2023

გაცნობებთ, რომ შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალური გაზსადენის 82.0 და 83.0 კილომეტრებს შორის არსებულ მონაკვეთზე ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მაგისტრალში შეჭრის სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 15 დეკემბერს 05:00დან 19:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კარდენახის, გიორგეთის, ჭაბუკიანისა და კაბლის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, ბუნებრივი გაზი ხსენებულ პერიოდში არ მიეწოდება ქალაქ ლაგოდეხს, ასევე ლაგოდეხისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტების შემდეგ სოფლებს: არეშფერანი, აფენი, ბაისუბანი, ბალთა, ბალღოჯიანი, ბაღდადი, ბებურიანი, ბოლოკიანი, განათლება, განჯალა, გელათი, გვიმრიანი, გიორგეთი, გუჯარეთი, დავითიანი, დონა, ვარდისუბანი, ვერხვის მინდორი, ზემო ბოლქვი, ზემო გურგენიანი, ზემო მსხალგორი, ზემო ნაშოვარი, ზემო ფონა, ზემო ხეჩილი, თამარიანი, თელა, კაბალი, კავშირი, კართუბანი, ლაფნიანი, ლელიანი, მაწიმი, მეორე ლელიანი, მირსკისეული, მშვიდობიანი, ნაინდროვალი, ნაწისქვილარი, ნინიგორი, ონანაური, პატარა გორი, რაჭისუბანი, საქობო, სვიდება, უზუნთალა, ფიჩხის ბოგირი, ფოდაანი, ქალქვა-ნამესრალი, ქევხიანი, ქვემო გურგენიანი, ქვემო მსხალგორი, ქვემო ნაშოვარი, ქვემო ფონა, ქვემო ბოლქვი, ქვემო ხეჩილი, ყარაჯალა, შეერთება, შრომა, ჩადუნიანი, ცოდნისკარი, წითელი გორა, ჭაბუკიანი, ჭიაური, ხიზა, ხიზაბავრა, ხოშატიანი, ჰერეთისკარი.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.