ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე ნორიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლში

01.06.2023

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები ორგანიზაციის "ბავშვი და გარემო" დახმარებით ნორიოს მცირე საოჯახო ტიპის სახლს ეწვივნენ, აღსაზრდელებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს. ანიმატორთა ჯგუფმა კი სპეციალურად ბავშებისათვის აზოტისა და ილუზიონისტის შოუ წარმოადგინეს.