განცხადება

15.05.2023

გაცნობებთ, რომ  შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ქუთაისი-სოხუმის D-500 მმ მაგისტრალურ გაზსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს შეასრულებს. კერძოდ, პროექტის ფარგლებში ხსენებული მაგისტრალის 36-ე - 38-ე კილომეტრებზე ახლადაშენებული გაზსადენის მოქმედ მილსადენში შეჭრის სამუშაოები განხორციელდება.

აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 მაისის 05:00-დან 20 მაისის 14:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ სანავარდოს, ქვიშანჭალისა და აბაშის გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს. კერძოდ, აღნიშნული შეზღუდვა შეეხება ქალაქ აბაშასა და აბაშის მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: კვათანა, მაცხოვრისკარი, ნორიო, აბაშისპირი, საგვაზაო, საბოკუჩავო, სუჯუნა, ნაესაკოვო, გამოღმა კოდორი, ეწერი, გაღმა ზანათი, ძიგური, ძველი აბაშა, სეფიეთი, ონტოფო, გაუწყინარი, პირველი მაისი, მარანი მარანჭალა, თხმელარი და სამტრედიის მუნიციპალიტეტში კი - სოფელ სანავარდოს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

შპსსაქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიასისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.