“საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის მ/გ-ის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

19.11.2021

გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ” ქუთაისი-სოხუმის D-500მმ მაგისტრალურ გაზსადენის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა. მიმდინარე წლის 18-19 ნოემბერს, გაზსადენთა სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის, კომპანიის ცენტრალური და დასავლეთის ფილიალების ტექნიკური ჯგუფების მიერ აღნიშნული გაზსადენის 80.5 კილომეტრზე 100 გრძივი მეტრი სიგრძის მიწისქვეშა კოროზირებული მონავეთი შეიცვალა ახლით, ხოლო 81.3 კმ.-ზე არსებულ მონაკვეთზე 80 მეტრიანი კოროზირებული მილი ჩანაცვლდა ახლით, კერძოდ 66 მეტრი მიწის ქვეშ შეიცვალა, ხევზე კი 14 მეტრიანი საჰაერო გადასასვლელი მოეწყო. ამ ეტაპზე, შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“ ბუნებრივი გაზის მიწოდებას ეტაპობრივად ახორციელებს.

 შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” სისტემატურად ახორციელებს გაზსადენებისა და გაზგამანაწილებელი სადგურების სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლების უსაფრთხო, საიმედო და უწყვეტ გაზმომარაგებას.