შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ მდინარე სუფსაზე 800 მეტრი სიგრძის ახალი კალაპოტი მოეწყო

16.12.2022

დასავლეთ საქართველოში მ/წ ოქტომბერში მოსული უხვი ნალექის შედეგად მნიშვნელოვნად ადიდდა მდინარე სუფსა, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა მდინარის ჭალებში გამავალი მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის DN500 მმ განშტოების ნორმალურ ფუნქციონირებას.

განსაკუთრებით სახიფათო სიტუაცია შეიქმნა გაზსადენის 34ე კილომეტრზე, სოფელ ძიმითთან, სადაც ადიდებულმა მდინარემ ნაპირი მორეცხა და წყალში აღმოჩნდა 2018 წელს  იმავე  სიტუაციისგან თავდაცვისმიზნით ახლადაშენებული 700 მეტრიანი მონაკვეთის ბოლო 130 მეტრიანი სექცია. 

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის  მიერ დაუყოვნებლივ იქნა შესწავლილი შექმნილი ვითარება. ჩატარდა მორეცხილი ნაპირის გეოდეზიური და გაშიშვლებული სექციის ინსტრუმენტული აზომვები და სს ნავთობის და გაზის კორპორაციის სპეციალისტებთან ერთად დაისახა შესასრულებელი სამუშაოების გეგმა.

შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის, სს ნავთობის და გაზის კორპორაციის და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ერთობლივი მუშაობის შედეგად   მდინარე სუფსაზე მოეწყო 800 მეტრი სიგრძის ახალი კალაპოტი და მდინარის ძირითადი შტოს ახალ კალაპოტში გადაგდების სამუშაოები განხორციელდა. ხოლო გაშიშვლებული მილის ქვეშ მომზადდა ადგილობრივი ქვიშა-ღორღის მოედანი, რაზეც ქვიშის ბალიში მოეწყო, მილი მთლიანად ქვიშის საფარით დაიფარა დარჩენილი სივრცე  ქვიშა-ღორღით შეივსო. 

რითაც თავიდან იქნა აცილებული მილსადენის დაზიანების საფრთხე, რომელიც ერთადერთია აჭარის და გურიის რეგიონების გაზმომარაგების სიტემაში.