გაცნობებთ, რომ შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია სენაკის სამხედრო ბაზის გაზგამანაწილებელ სადგურში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 17 ოქტომბერს, 12:00-დან 16:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ აღნიშნული გაზგამანაწილებელი სადგურისა და შპს „გაზკო +“-ის გაზგამანაწილებელი სადგურის მომხმარებლებს.
კერძოდ, აღნიშნულ პერიოდში ბუნებრივი გაზი არ მიეწოდება ქალაქ სენაკს, სენაკის სამხედრო ბაზას და მუნიციპალიტეტის შემდეგ სოფლებს: ახალსოფელი, თეკლათი, ნოსირი, შუა ნოსირი, მეორე ნოსირი, გეჯეთი, ნიქალაქევი, ლეძაძამე, კოტიანეთი, ზემო სორტა, ქვემო სორტა, ძველი სენაკი, სახარბედიო, საწულეისკირია, ბათარია, მუხურხორგიში, გოლასკური, რეკა.
ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.