„ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ხორციელდება

07.09.2016
შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“  DN-1000მმ „ყაზახ-საგურამოს“ მაგისტრალური გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს. რეაბილიტაციის ფარგლებში დაგეგმილია მცხეთის ჯვრის (კოდის წყარო) ახლადაშენებული მონაკვეთის შეჭრა მაგისტრალურ გაზსადენში და ერთი DN-1000მმ ამორტიზებული სახაზო ონკანის შეცვლა. სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 7 სექტემბერს დაიწყო და 12 სექტემბერს დასრულდება. აღნიშნულ პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან სომხეთის რესპუბლიკის მიმართულებით შეწყდება ბუნებრივი გაზის ტრანზიტი.