სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოები რუსთავი-თელავი-ჟინვალის მაგისტრალურ გაზსადენზე
11.10.2017
საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია რუსთავი-თელავი-ჟინვალის 300 მმ მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო - პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს, რომლის დროსაც წინანდლის განშტოებაზე, 115,00 – 0,8 კმ-ზე, DN – 219 მმ -იანი კოროზირებული კომპენსატორის გამოცვლა მოხდება. აღნიშნულ სამუშაოებთან ერთად, წინანდლის გაზგამანაწილებელ სადგურში, DN – 100 მმ -იანი მაღალი წნევის ახალი ონკანი დამონტაჟდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს 08:00 საათიდან 18:00 საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდება თელავის მუნიციპალიტეტის რამოდენიმე სოფელს: აკურას, ვანთას, ბუშეტს, ქვემო ხოდაშენს, წინანდალს, ნასამხრალს, კისისხევსა და კონდოლს.