"ყარადაღ-თბილისის" მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენით-სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს

14.06.2017
შპს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, ყარადაღ-თბილისის DN-700მმ მაგისტრალურ გაზსადენზე აღდგენით-სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნულ მილსადენის  486-ე  კილომენტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. აღნიშნული მდგომარეობიდან გამომდინარე, მიმდინარე წლის 15 ივნისს ბუნებრივი აირის მიწოდება შეუწყდება გარდაბნის მინიციპალიტეტის ორ სოფელს: ახალ სამგორსა და გამარჯვებას. შპს  საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია, დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.