"ქუთაისი-სოხუმის" მაგისტრალურ გაზსადენზე შეჭრის სამუშაოები ხორციელდება

31.05.2017
გაცნობებთ, რომ აღმოსავლეთ-დასავლეთოს მაგისტრალის ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედიის გზის ქუთაისის ახალი ავტობანის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, ახალი მაგისტრალური გაზსადენის მონაკვეთის მშენებლობა განხორციელდა. ამ ეტაპზე შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ ტექნიკური ჯგუფების მიერ აღნიშნული მილსადენის მოქმედ, „ქუთაისი-სოხუმის“ DN-500მმ მაგისტრალურ გაზსადენში შეჭრის სამუშაოები  ხორციელდება. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე მიმდინარე წლის 1 ივნისს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეწყდება შემდეგ სოფლებში: ბაში, კოპიტნარი, ახალსოფელი, იანეთი, ეწერი, დიდი ჯიხაიში, ღანირი, ჭაგანი, ნაბაკევი, ნინუაკუთხე, ჩხენიში, კვირიკე, მიწაბოგირა, კულაში, პატარა ჯიხაიში, გოჩა ჯიხაიში, ივანდიდი, დიდი და პატარა კუხი, მათხოჯი, საწულუკიძეო, ჭყონი; ასევე  ქალაქებში: მარტვილში, სამტრედიასა და ხონში. ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ კოპიტნარისა და ხონი სამხედრო ბაზებსაც. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია"  დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.