სარემონტო სამუშაოები "ვლადიკავკაზ-თბილისის“ მაგისტრალურ გაზსადენზე

28.05.2017
გაცნობებთ, რომ შპს “საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია” „ვლადიკავკაზ-თბილისის“ DN-700 მმ. მაგისტრალური გაზსადენის სარემონტო სამუშაოებს ახორციელებს. აღნიშნული მილსადენის 156- კილომეტრზე მოხდება დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა. რეაბილიტაცია შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის ხორციელდება. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის 29-30 მაისს ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ დუშეთის რაიონის შემდეგ სოფლებს: არაგვისპირს, ბოდორნას, ბაზალეთს, ქუბრიანთკარს, ბულაჩაურს, ჭოპორტს, წითელ სოფელსა და ციხისძირს. ბუნებრივი გაზის მიწოდება ასევე შეუწყდება ანანურის, ციხისძირის, ანანურის აგარაკების, ზოტიკიანთკარის, ქალაქ დუშეთისა და დაბა ჟინვალის მოსახლეობას. საავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით, შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის" ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურად მუშაობენ და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ პრობლემა დროულად მოგვარდეს. შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" დისკომფორტის გამო მომხმარებელს ბოდიშს უხდის.