მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობისას ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი აღმოაჩინეს

08.07.2016
„ქოთელია-ასპინძა-ახალციხის“ მაგისტრალური გაზსადენის „ასპინძა-ახალციხის“ მონაკვეთის მშენებლობისას სოფელ ჭობარეთის მიმდებარედ 2007 წელს აღმოჩენილ იქნა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარი. აღნიშნულ ძეგლზე მას შემდეგ ყოველ წელს მიმდინარეობს არქეოლოგიური სამუშაოები და შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ აქტიურად თანამშრომლობს არქეოლოგთა ჯგუფთან. მათთვის გაიცემა ნებართვა დერეფანში შეშვებისა და ადგილზე მუშაობისათვის. არქეოლოგთა ჯგუფი ადგილზე შესაბამის არქეოლოგიურ სამუშაოებს წელსაც აქტიურად აწარმოებდა.