მდ. ბიდარას ნაპირზე არსებულ მილსადენზე ხორციელდება აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები

08.07.2016
  შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს ვლადიკავკაზ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ. 85+00-სა და ჩრდილოეთ კავკასია-ამიერკავკასია კმ.ნ. 173+500-ზე. მდინარე ბიდარას მარცხენა ნაპირზე განვითარებულმა ეროზიულმა პროცესებმა გააშიშვლა მილსადენი და დააზიანა საექსპლუატაციო დერეფანი. აღნიშნული პროცესების ლიკვიდაციის მიზნით შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიაში“ დამუშავდა ფერდის აღდგენის პროექტი გაბიონების წყებით. ამ ეტაპზე ხორციელდება საინჟინრო-ტექნიკური პროექტით გათვალისწინებული აქტიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც მიმდინარე წლის 15 ივლისამდე დასრულდება.