„წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოები იგეგმება

04.07.2016
„წითელი ხიდი-წალკა-ალასტანის“ მაგისტრალური გაზსადენის კმ.ნ. 115+8-დან კმ.ნ. 190+1-მდე წინასაავარიო მდგომარეობის აღმოფხვრის მიზნით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას“ შესაბამისი სამუშაოები აქვს დაგეგმილი, რის გამოც მიმდინარე წლის 6-დან 8 ივლისის ჩათვლით ბუნებრივი გაზის მიწოდება შეეზღუდებათ ახალქალაქის, ახალციხის, ასპინძისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტებში შემავალ სოფლებს. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შექმნილი მდგომარეობის გამო ბოდიშს უხდის მომხმარებლებს.