საქველმოქმედო აქცია კოჯრის ბავშვთა სახლში

09.06.2008
საქველმოქმედო აქცია განხორციელდა კოჯრის ბავშვთა სახლისთვის. საახალწლოდ სახლის აღსაზრდელებს საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის თანამშრომლები ეწვივნენ, ახალი წელი მიულოცეს და ბავშვებს საჩუქრად ტკბილეულთან ერთად საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს. მსგავსი საქველმოქმედო აქციები საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.