განცხადება - 10.05.2016

10.05.2016
გვინდა გამოვეხმაუროთ მიმდინარე წლის 10 მაისს ტელეკომპანია მაესტროს გადაცემა „ბიზნეს კონტაქტში“ გასულ სიუჟეტს შპს „ჯეოტრანსგაზისთვის“ ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხებასთან დაკავშირებით. უნდა აღინიშნოს, რომ შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ არ ახორციელებს ბუნებრივი აირის განაწილებას, არამედ, როგორც ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების ლიცენზიატი, კომპანია უზრუნველყოფს ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას მიღების პუნქტებიდან მიწოდების პუნქტებამდე. ამასთან, შპს „ჯეოტრანსგაზთან“ მომსახურების გაწევის თაობაზე შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე საჭიროა ბუნებრივი აირის მოცულობა შედარდეს მიმწოდებელთან - შპს „გაზპრომ ექსპორტთან“. შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ამჟამად მიმწოდებელთან სწორედ აღნიშნული შედარების პროცედურას გადის.