შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" უანგარო დონორთა აქციას შეუერთდა

28.04.2016
28.04.2016 შპს "საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია" უანგარო დონორთა აქციას - "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე", შეუერთდა. ამით კომპანიამ თანადგომა გამოხატა იმ თანამოქალაქეთა მიმართ, ვისაც დახმარება ესაჭიროება. აღნიშნული პროექტი მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფის უსაფრთხო სისხლით ხელმისაწვდომობის გარანტიას წარმოადგენს. კომპანია მომავალშიც მზადაა აღნიშნული ტიპის აქციებში მიიღოს მონაწილეობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს მოქალაქეთა დასახმარებლად.