წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის მიზნით მიმდინარე სამუშაოები სოფელ ძიმითთან

23.12.2015
მიმდინარე წლის ნოემბერში გურიის რეგიონში მოსული უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარე სუფსამ სოფელ ძიმითთან გამორეცხა მდინარის მარცხენა ნაპირი და გააშიშვლა ქუთაისი-სოხუმის მაგისტრალური გაზსადენის ქობულეთის D529 მილიმეტრიანი  განშტოების 28-ე კილომეტრზე არსებული მონაკვეთი. აღნიშნულმა ფაქტმა გაზსადენის გაწყვეტის რეალური საფრთხე შექმნა, რაც მთლიანად აჭარის რეგიონისა და გურიის გარკვეული სოფლების ბუნებრივი გაზის მიწოდების შეწყვეტას გამოიწვევდა. წინასაავარიო სიტუაციის აღმოფხვრის, გაზსადენის დაზიანებისა და ზემოთ აღნიშნული რეგიონებისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, შპს „გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ შესაბამის სამუშაოებს ახორციელებს.